დააჭორეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო
ნინოს ბლოგი
Tuesday, September 23, 2014
Wednesday, December 19, 2012
პროექტი-ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგია
1. პროექტის სახელწოდება;ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგია
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):ელექტრო ენერგიის დაზოგვა და დაზოგვის გზების ძიება.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ელექტროენერგიის დაზოგვა.(ხშირად ანთია ნათურები, ჩართულია სხვადასხვა ელექტროხელსაწყოები, მაშინაც კი როცა ის საჭირო არ არის.)
4.პროექტის მიზნები:ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
5.მონაწილეთა ასაკი; 15-16
6.ვადები~ხანგრძლივობა; 1თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : 1. მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით; 2. შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი; 3. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
8.პროექტისთვის საჭირო პროდუქტები: კომპიუტერი, ინტერნეტი, მეთოდური ლიტერატურა, ელ.მრიცხველი, ჩანაწერების ჟურნალი.
9.პროექტის მსვლელობა; მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ პროექტის მიზანი, პრობლემის მნიშვნელობა, დავგეგმეთ პროექტი-განვსაზღვრეთ მიზნები, ამოცანები, განხორციელების გზები, დავადგინეთ პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები და ვადები, განვსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგები.
ა) მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ ოჯახში ელ.ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები;
ბ) მოსწავლეებმა უნდა გამოთვალონ , რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში (აღწერონ როგორ გააკეთებენ ამას.) .
გ) მონაცემები უნდა წარმოადგინონ ცხრილის სახით.
დ) უნდა დაადგინონ ელ.ენერგიის ღირებულება და წარმოადგინონ სვეტოვანი დიაგრამის სახით რომელზეც თვალსაჩინო იქნება რომელი ხელსაწყო მოიხმარს მეტ ენერგიას;
ე) ცხრილისა და დიაგრამის ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ ელ.ენერგიის დაზოგვის გზები (მაგ: შემცირდეს ენერგიის უქმად ხარჯვა- გამორთონ სინათლე , როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომნათურები);
ვ) უნდა ჩამოწერონ რა საშუალებით დაზოგავს ელ.ენერგიას მათი ოჯახები;
ზ) უნდა იანგარიშონ , რა ეკონომიას მისცემს ეს მათ ოჯახს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: - მათემატიკა, ისტ.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ლომიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;ninolomize@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი(ბლოგი);ninolomize.blogspot.com
Monday, December 10, 2012
Sunday, December 9, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)

